ფეხბურთი

22:15 | 17.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინის კლასმა ყველაფერი გადაწყვიტა

ევროპის ჩემპიონატს პლეი-ოფის მეორე მონაწილე ჰყავს. იტალიის ნაკრების შემდეგ ჯგუფიდან დროზე ადრე ბელგიის ნაკრებიც გავიდა. „წითელი ეშმაკები“ კოპენჰაგენში დანიას ესტუმრნენ და უმძიმეს ბრძოლაში მოიგეს.

შეხვედრა დანიამ მაგრად დაიწყო და მეორე წუთზე ანგარიში გაიხსნა. თავი იუსუფ პოულსენმა გამოიჩინა და სკანდინავიელები დაწინაურდნენ. მეათე წუთზე შეხვედრა დორებით შეჩერდა, რითაც პატივი კრისტიან ერიკსენს მიაგეს. პირველ ტაიმში დანიას პრობლემა არ ჰქონია, ბელგია კი ძალზე უფერულად და უსუსურად გამოიყურებოდა.

სამაგიეროდ, მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა. მოედანზე ჯერ კევინ დე ბრუინი და მერე ედენ აზარი გამოჩნდა, რამაც თამაშის სცენარი გარდასახა. დე ბრუინი საუკეთესო იყო. ბელგიელთა ლიდერმა საგოლე პასი მიითვალა და ანგარიში ტორგან აზარმა გაათანაბრა, ხოლო შემდეგ თვითონ მოახერხა ეფექტური გოლის გატანა და მას ასისტენტობა ედენ აზარმა გაუწია.

დანიას გათანაბრება შეეძლო, რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა და ზედიზედ მეორედ დამარცხდა. დე ბრუნმა გოლით და საგოლე პასით მატჩის ბედი კი გადაწყვიტა, რომ ბელგიის გამარჯვებაში რომელუ ლუკაკუსაც დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან ორივე საგოლე კომბინაციაში დიდი როლი ითამაშა და შემთხვევითი არ არის, რომ უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ის დაასახელა.

ბელგიის ნაკრები 6 ქულით უკვე მერვედფინალშია, დანიას კი 0 ქულა აქვს, მაგრამ ჯერ უშანსოდ არ არის, რადგან ბოლო ტურში რუსეთს მასპინძლობს და თუ მოიგებს, შეიძლება ისე მოხდეს, რომ მეორე ადგილიც კი დაიკავოს.

დანია - ბელგია 1:2 (1:0)

კოპენჰაგენი, „პარკენი“

დანია (3-4-3): შმეიხელი; კრისტენსენი, კიაერი, ვესტერგაარდი (ოლსენი 84); ვასი (ლარსენი 62), ჰოიბერგი, დელანი (იენსენი 73), მაეჰლე; ბრაითვაითი, პოულსენი (ნორგაარდი 62), დამსგაარდი (კორნელიუსი 72)

მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი

ბელგია (3-4-3): კურტუა; ალდერვაირელდი, დენაიერი, ვერტონგენი; მუნიე, დენდოკერი (ვიტსელი 60), ტილემანსი, ტ. აზარი; მერტენსი (დე ბრუნი 46), ლუკაკუ, კარასკო (ე. აზარი 60)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 1:0 პოულსენი (2), 1:1 ტ. აზარი (55), 1:2 დე ბრუინი (71)

გაფრთხილება: ვასი (59), დამსგაარდი (70), იენსენი (82)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 5 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 2:2

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): რომელუ ლუკაკუ (ბელგია)

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდები)

1. ბელგია 2 2 0 0 5 1 4 6
2. რუსეთი 2 1 0 1 1 3 -2 3
3. ფინეთი 2 1 0 1 1 1 0 3
4. დანია 2 0 0 2 1 3 -2 0
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11792