ჩოგბურთი

20:53 | 17.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ნადალი უიმბლდონს და ოლიმპიადას გამოტოვებს

რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ უიმბლდონსა და ტოკიოს ოლიმპიადაზე არ იასპარეზებს. მან ეს გადაწყვეტილება თავის გუნდთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ესპანელი ჩოგბურთელის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ მას კარიერის გაგრძელება სურს და ფიზიკურ გადატვირთვას ერიდება.

35 წლის ჩოგბურთელი ამბობს, რომ საფრანგეთის ღია პირველობასა და უიმბლდონს შორის ორკვირიანი შუალედი, მისთვის ძალების აღსადგენად საკმარისი არაა. თიხნარის სეზონში მან ხუთ ტურნირზე ითამაშა, რაც ფიზიკურად რთულია.

„გადავწყვიტე, უიმბლდონის წლევანდელ ჩემპიონატსა და ტოკიოს ოლიმპიადაზე არ ვითამაშო. ეს იოლი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ საკუთარ ტანს ვუჯერებ და გუნდთან დისკუსიის შემდეგ ვაცნობიერებ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, - ამბობს ნადალი, ვისაც უიმბლდონი ორჯერ აქვს მოგებული, ოლიმიადაზე კი თითო ოქროს მედალი, ერთეულებში (2008 წელს) და წყვილებში (2016 წელს) აქვს მოპოვებული.

ნადალმა შარშან საფრანგეთის ღია პირველობის მე-13 ტიტული მოიპოვა. სულ კი მის ანგარიშზე, დიდი სლემის ტურნირების 20 ტიტულია. თიხნარის წლევანდელ სეზონში მან მონტე კარლოს მასტერსზე, ბარსელონას ღია პირველობაზე, შემდეგ კი მადრიდის და რომის მასტერსებზე და ბოლოს საფრანგეთის ღია პირველობაზე ითამაშა. როლან გაროსზე ნახევარფინალს მიაღწია, სადაც მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. ეს როლან გაროსზე მისი მხოლოდ მესამე მარცხია. სულ კი იქ 105 შეხვედრა აქვს მოგებული.

რიოს ოლიმპიადის გახსნის აღლუმზე, ნადალს ესპანეთის დროშის ტარების პატივი ერგო.

0.112055