ფეხბურთი

18:27 | 17.06.2021 | ნანახია 0 - ჯერ

ერიკსენის პირველი სიტყვები, როცა მოედანზე გონზე მოვიდა: "ჯერ მხოლოდ 29 წლის ვარ"

დანიის ნაკრების ფეხბურთელ კრისტიან ერიკსენს მოედანზე გულის მასაჟი გერმანელმა ექიმმა იენს კლაინეფელდმა გაუკეთა, რომელმაც მომხდარი დეტალურად გაიხსენა.

გერმანულ Bild-თან ინტერვიუში მან გაიხსენა ერიკსენის სიტყვებიც, რომელიც გონზე მოსვლისთანავე თქვა.

„მოპირდაპირე მხარეს ვიყავი და თავიდან არაფერი მიფიქრია. შემდეგ დავინახე, რომ როგორ დაძაბულად მოქმედებდა დანიის გუნდის ექიმი და მივხვდი, რომ ჩვეულებრივი დაზიანება არ იყო. დანიის ნაკრების ექიმმა თავდაპირველად ვერ გააცნობიერა ვითარების მასშტაბები, გუნდის ექიმები ძირითადად სხვა დაზიანებებს მკურნალობენ და სიტუაციის აღქმა რთული იყო. ჩემთვის კი ყველაფერი გასაგები გახდა, როცა დავინახე, როგორ ცდილობდნენ მისთვის ენის დაჭერას.

გულის მასაჟის გაკეთებიდან 30 წამში მან თვალები გაახილა და ინგლისურად ვკითხე: „დაბრუნდი?“ მან მიპასუხა: „ჯანდაბა, აქ ვარ, ჯერ მხოლოდ 29 წლის ვარ“. იმ მომენტში 99%-ით დავრწმუნდი, რომ პაციენტი სტაბილური იყო და საავადმყოფოში გართულებების გარეშე მივიყვანდით. ძალიან ემოციური მომენტი იყო, რადგან ასეთ სიტუაციებში წარმატების შანსი არცთუ ისე მაღალია“, - აღნიშნა გერმანელმა ექიმმა.

შეგახსენებთ, კრისტიან ერიკსენმა დანია - ფინეთის მატჩში გულის შეტევა მიიღო და ის ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს. დანიელ ნახევარმცველს გულზე ოპერაციას გაუკეთებენ და კარდიოვერტერ დეფიბრილატოს ჩაუყენებენ, რაც გულის მუშაობის რიტმს არეგულირებს და მის გაჩერებას ხელს უშლის.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:48 | 24.12.2023
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

პოლიტანო რას ისვრიდა ტლინკებს ნაზამთრ თიკანივით ვერ გავიგე

22:46 | 24.12.2023
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

ასე გამწარებით ჩხუბიც არ შეიძლება დალეწეს იქაურობა

16:21 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

წელს ნაპოლის ყველაზე სუსტი რგოლი დაცვაა, ესე ოთხეულშიც ვერ მოხვდებიან

14:18 | 24.12.2023
Erovnuli-Nakrebi (11812)

პუნქტებად უნდა დავწერო:
1. არავითარი ჩხუბი მანდ არ იყო, უბრალოდ იყო ემოციური საუბარი!
2. ყოჩაღ კვარა! არ იუზრდელა და რასაც ქვია, მართლა წესიერად უპასუხა უკვე არც ისე პატარა მაურინიოს! წესიერი ბიჭია და ეს მას მომავალში ძალიან დაეხმარება!
3. კვარას მიმართ ძალიან უხეშობენ და ეს ფაქტია. უკვე შიშიც აქვს, რადგან თითქმის ყველა ორთაბრძოლა მისი ფეხში ჩარტყმით მთავრდება!
4. მსაჯს ყოჩაღ! როგორც კი დაინახა კვარას მიმართ უხეშობა, მაშინვე დასაჯა მოწინააღმდეგეები!
5. ნაპოლის დიდი ჩავარდნა აქვს ნამდვილად! ნახევარდაცვის ხაზი საზიზღრად გამოიყურება

13:28 | 24.12.2023
Kobe Bean (21691)

ჩემპიონები რომ ვეღარ გახდებოდნენ და მართლა ერთი გავარდნა იყო ვიცოდი,მაგრამ ასეთ ცუდ სეზონსაც არ ველოდი ნაპოლისგან.ოთხეულში მეგონა თუ შევიდოდნენ.ნუ ეხლაც შეუძლიათ ოთხეულში შესვლა მაგრამ ძაან ცუდი გუნდია და გაუჭირდებათ.დაცვა კატასტროფაა ისევე როგორც ცენტრი და არც კვარა-ოსიმენი ფრინავენ

13:10 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

კვარას გარდა ოსიმენსაც ძაან ცუდი თამაში ქონდა

08:41 | 24.12.2023
KoRBeN DaLLaS (24844)

ჟოზე მაგარია ))
ნოდარა ნათაძე იყო ეგეთი - უხეში, მაგრამ საყვარელი

13:07 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

განსაკუთრებით ამ სიბერეში დაემსგავსა ნოდარას

06:23 | 24.12.2023
alfadhirhaiti (7530)

თუ ნაპოლიში აღარ უნდა და ამის ბრალია, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის. საამისოდ, პირიქით, მაგრად უნდა ითამაშოს, თორე ისედაც ყველა კარტი კრიჟანი პრეზიდენტის ხელშია და ბოლომდე გამოწურავს კონტრაქტის ამოწურვამდე.

06:20 | 24.12.2023
alfadhirhaiti (7530)

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა კარიერაში. ლომის წვლილი დაიდო წაგებაში.

06:10 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ეს დედააფეთქებული დროებით მოგყავს მწვრთნელი ეგ გასაგებია, მაგრამ ისეთი მაინც მოიყვანე ოთხეულში რო შეგიყვანოს

06:08 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ეს ჟოზე რა ინტრიგანია რა, რაც ასაკში შედის მით უფრო ყიამყრალი ხდება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.07268
სარეკლამო ადგილი - 99
X x X