ფეხბურთი

15:12 | 17.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი ბუფონი 20-წლიანი პაუზის შემდეგ "პარმაში" დაბრუნდა (+VIDEO)

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას აგრძელებს და მშობლიურ „პარმაში“ დაბრუნდა. ამის შესახებ ემილიური კლუბის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად გაავრცელა.

ჯიჯიმ კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა და ის მიზნად ისახავს, რომ 2022 წელს მუნდიალზე იტალიის ნაკრების განაცხადში მოხვდეს. ამ შემთხვევაში რეკორდს დაამყარებს - გახდება ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, ვინც ექვს მსოფლიოს ჩემპიონატზე იქნება ნამყოფი.

„პარმა“ სერია B-ს ბინადარია და ენცო მარესკა წვრთნის, რომელიც „იუვენტუსში“ 2001-2002 და 2003-2004 წლებში ბუფონის თანაგუნდელი იყო.

ბუფონი „პარმას“ 20 წლის შემდეგ დაუბრუნდა. საინტერესო დამთხვევაა, რომ მას ბოლო თამაში პარმეზანელთა რიგებში ზუსტად ამ დღეს, 2001 წლის 17 ივნისს („რომასთან“) აქვს ჩატარებული. ჯანლუიჯი ბუფონი „პარმას“ ღირსებას 1995-2001 წლებში იცავდა და 220 შეხვედრაში ითამაშა. 1999 წელს მან უეფას თასი, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო.

0.124616