ფეხბურთი

12:28 | 17.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი და ვიტსელი დანიასთან სათამაშოდ მზად არიან

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნახევარმცველები, კევინ დე ბრუინი და აკსელ ვიტსელი, მზად არიან დანიასთან ევრო 2020-ის მატჩში ითამაშონ.

„დე ბრუინთან ყველაფერი გარკვეულია. ის გამოჯანმთელდა და დანიასთან შეხვედრაში ითამაშებს. საკითხავი მხოლოდ ის არის, რამდენ ხანს გაძლებს მინდორზე. მისი აღდგენის პროცესით კმაყოფილი ვარ. იგივე ეხება ვიტსელსაც.“ - ციტირებს მარტინესის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

დანიისა და ბელგიის ეროვნული გუნდები, დღეს, 17 ივნისს შეხვდებიან ერთმანეთს კოპენჰაგენის „პარკენის“ სტადიონზე. მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

0.11331