ფეხბურთი

11:52 | 17.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ ინგლისის ნაკრების მეკარით დაინტერესდა

ლონდონის „არსენალს“ „შეფილდ იუნაიტედის“ მეკარის, აარონ რამსდეილის შეძენა სურს - გვამცნობს Sky sports.

წყაროს ინფორმაციით, რამსდეილმა, შესაძლოა, გერმანელი მეკარე, ბერნდ ლენო შეცვალოს, ან სერიოზული კონკურენცია გაუწიოს მას. 23 წლის კარის დარაჯი ახლადდამთავრებულ სეზონში თავის გუნდთან ერთად ჩემპიონშიფში დაქვეითდა, თუმცა ორიოდ დღის წინათ ის ინგლისის ნაკრებში მიიწვიეს, ტრავმირებული დინ ჰენდეროსნის მაგიერ.

„მეთოფეთა“ მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას რამსდეილი სასურველ მოთამაშეთა სიაში შეუყვანია. „შეფილდი“ კი მას 20 მილიონ გირვანქად აფასებს.

0.133026