35 წლის სერხიო რამოსი, რომელმაც უკვე დატოვა მადრიდის „რეალი,“ მომავალში საკმაოდ შთამბეჭდავი ანაზღაურების მიღებას აპირებს და ამას არც მალავს - წერს ესპანური AS.
წყაროს ინფორმაციით, რამოსს წელიწადში ჯამაგირად 12 მილიონი ევროს მიღება სურს. ამ განცხადებამ, შესაძლოა, მისი მსურველი კლუბები დააფრთხოს.
ამჟამად მისი ყველაზე რეალური მყიდველი „მანჩესტერ სიტი“ ყოფილა. ქალაქელები უკვე დაკავშირებიან ესპანელის წარმომადგერნლებს.
ასევე, რამოსის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ-ჟერმენიც“ იჩენენ.