იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შვეიცარიასთან (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, რთული თამაში იყო, მაგრამ მის გუნდს გამარჯვება ნებისმიერ ფასად სურდა და მიზანს ამიტომაც მიაღწია.
„შვეიცარია ძლიერი გუნდია და ძალიან რთული თამაში იყო. გოლის გატანა უფრო ადრეც შეგვეძლო. იმიტომ მოვიგეთ, რომ გამარჯვება ნებისმიერ ფასად გვინდოდა. ბიჭები ძალიან კარგები იყვნენ. მაღალ პრესინგს ვთამაშბდით, რითაც მეტოქე ვაიძულეთ შეცდომები დაეშვათ. ეს ადვილი არ იყო, 5 დღის განმავლობაში მეორე თამაში იყო და ბევრი ენერგია დავხარჯეთ.
საფრანგეთი ფავორიტია? არსებობენ გუნდები, რომლებიც ზრდის პროცესში გვისწრებენ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ იტალიას მომატება შეუძლია, ეს აქამდეც ვთქვი. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ზრდა შეუძლიათ.
3-მცველიან სქემაზე გადაწყობა? იმიტომ, რომ გვინდოდა თავი უფრო მშვიდად დაგვეცვა. კიელინი? იმედი ვიქონიოთ, რომ სერიოზული არაფერია, ხვალ ვნახოთ რა მოხდება. უელსთან მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ და ვნახოთ რა მოხდება. ამ გამარჯვებას ყველა იტალიელს ვუძღვნი“, - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მერვედფინალის საგზური უკვე მოიპოვა. „სკუადრა აძურას“ 29-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ხოლო ბოლო 10 თამაშია გოლიც არ გაუშვა.