საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დევისის თასის ევროპული ზონის მესამე ჯგუფის პირველი შეხვედრა ისლანდიის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.
ალექსანდრე ბაკშიმ დანიელ სიდალი 6:2, 6:2 დაამარცხა, ხოლო ალექსანდრე მეტრეველმა ეგილ სუგურდსონთან მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 6:0, 6:3. წყვილთა თანრიგში საბა ფურცელაძის და ზურა ტყემალაძის დუეტმა ბიორგვინ იულიოსონის და ანტონ მაგნუსონის წყვილს სძლია - 6:3, 6:4.
მომდევნო შეხვედრა საქართველოს 18 ივნისს კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ ელის. ამ ზონაში საქართველო A ჯგუფში თამაშობს, სულ კი ორი ჯგუფია. ამ ჯგუფებიდან საუკეთესო სამი გუნდი 2022 წლის დევისის თასზე მსოფლიოს მეორე ჯგუფის პლეი ოფში ითამაშებს.