ფეხბურთი

19:58 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდმა" დანი როუზი დაიმატა

ინგლისელი ფეხბურთელი დანი როუზი "უოტფორდმა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მცველი ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

როუზს ლონდონის "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 1 ივლისს დაუსრულდება და გუნდს დატოვებს. გასული სეზონი ფეხბურთელმა მთავარ გუნდში არ გაატარა და სარეზერვო გუნდში ვარჯიშობდა. როუზი ინგლისის ყველა ასაკობრივ და ასევე ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118459