ძიუდო

15:12 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კახაბრიშვილი ბექაურის ტრავმაზე: "ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოკლე ვადაში გამოჯანმრთელდეს"

ქართველი ძიუდოისტის ლაშა ბექაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა კომენტარი გააკეთა.

„გუშინ ორი კვლევა ჩაუტარდა. რამდენიმე ექიმი ჩართულია და ყველა ექიმი მობილიზებულია. დაზიანებული აქვს კუნთი, სახსარი, ცოტათი მყესიც და მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება, რომ ანთებითი შეშუპების პროცესი მალევე ჩაქრეს. ვეცდებით, მოკლე ვადაში მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია. ყველაფერი კარგად იქნება და ლაშა ბექაური საქართველოს ასახელებს“, - თქვა კახაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, ლაშა ბექაურმა ტრავმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ფრანგ სედრიკ ოლივართან შეხვედრაში მიიღო. ილეთისას მან მხარი იტკინა. თუ ტრავმა ხელს არ შეუშლია და გამოჯანმრთელებას მოასწრებს, 20 წლის ძიუდოისტი 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიადაზე წასვლის ფავორიტად მოიაზრება.

0.114796