ფეხბურთი

14:47 | 16.06.2021 | ნანახია NaN - ჯერ

პოგბა: "რიუდიგერმა მიკბინა, მაგრამ არ მინდა, რომ ამის გამო დაისაჯოს"

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ ანტონიო რიუდიგერმა მას თამაშის დროს უკბინა. თუმცა, ფრანგი მოთამაშე რიუდიგერის დასჯის წინააღმდეგია.

„მე და ტონი მეგობრები ვართ, სერიოზული არაფერი იყო. ვფიქრობ, ყველამ ნახა კადრები, რომელიც იქვე დასრულდა და რაც უკვე წარსულს ეკუთვნის. მე არ ვწუხვარ იმის გამო, რომ მას არც ყვითელი და არც წითელი ბარათი არ მიუღია. მან მიკბინა, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ჩემთვის ყველაფერი იქ დასრულდა. მინდა, უბრალოდ ფეხბურთზე ვიფიქრო და კარგია, რომ მას წითელი ბარათი არ უჩვენეს. არ მსურს რიუდიგერს ამის გამო დისკვალიფიკაცია მისცენ. თამაშის ბოლოს ერთმანეთს ჩავეხუტეთ. კარგი მატჩი იყო და ბედნიერი ვარ ჩვენი ფანების გამო“, - თქვა პოგბამ.

პოგბასა და რიუდიგერს შორის მცირე ინციდენტი პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა, მაგრამ მალევე ყველაფერი დამშვიდდა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა გერმანია 1:0 დაამარცხა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:35 | 26.07.2021
zviadi-shxefi (6306)

ეგ ძალიანაც კარგი მეორე პოსტზე უნდა დამეწერე, უკაცრავად

18:35 | 26.07.2021
zviadi-shxefi (6306)

გეუბნებოდიტ დურანტ და ტეიტუმ რას მიეთრევით მანდთქვა და არ დამიჯერეტ, ირბინეთ ახლა უკანალ ხელ აფარებული სადმე იაბუსილე არ წამოგეწიოთ

18:33 | 26.07.2021
zviadi-shxefi (6306)

ძალიანაც კარგი! კავაის სპურსიდან წასვლის უმთავრესი მიზეზი იყო ის რომ ტრამვიანი ატამაშეს და მაგ თამაშშიც კი არ შეცვალეს როცა სათადარიგო სკამზე ჯდომს დააბიჯა.

ვესტბრუკთან რაც მოხდა ეგ გამიზნული იყო და მასეთები ხშირია მანდ

დინამო-კარგი იყო ))))))))) არც მე დავნიშნავდი მასაჟისტადაც კი

საბონის-არც მანამდე მეხატებოდა პოპოვიჩის გუნდები მაგრამ მაგ ამბის მერე ხომ საერთოდ

გამიზნული იყო რაც გრინმა გაუკეტა კლეის!

ჰეივორდის ტრამვისას ლებრონის ადგილას რომ ქართველი ყოფილიყო საქართველოში ბევრი ქართველს დააბრალებდა!

05:35 | 26.07.2021
dinamo222 (8587)

ამ ბებერ დებილ პოპოვიჩს ეტყობა მაგარი კრიშა აქვს ზემო ეშელონებში თორემ რაც მაგან სირცხვილი აჭამა ამერიკას რამოდენიმეჯერ წესით ნაკრების მასაჟისტადაც კი არ უნდა დაენიშნათ !ასეთი თამაშით საპრიზოზეც ვერ გავა ეს ე.წ. "დრიმ ტიმი"

00:34 | 26.07.2021
გუსანი (746)

მეორედ ვწერ კომენტს..? საქართველოს ახალგაზრდულმა ბულგარეთთანაც წააგო, განგაშია ასატეხი, თურქეთთანაც შემთხვევით მოვიგეთ, არაფერს გავს ნაკრები, სასწრაფოდ სტაფი ან გასაძლერებელია ან შესაცვლელი, მონახაზი გუნდს არ აქვს, კომბინაციები , სროლები ისევ დაბალ ნიშნულზეა, არ იქგრძნობა მოტივაცია და სათამაშო მონახაზი, კატასტროფაა, ადმინ რატომ გაატარეთ ინფორმაცია?...

22:29 | 25.07.2021
O.KANI (475)

განგებ გააკეთა თუ არა მაგარი ყ....ად კი გამოუვიდა, ქართველია და მაგ პონტში ვაფარებთ ხელს, აბა სხვას იგივე ქართველისთვის გაეჩალიჩებია წარმომიდგენია რას დავასხავდით

19:52 | 25.07.2021
sabonis (9584)

ძაან კარგი, იმის მერე რაც პოპოვიჩმა იკადრა ზაზასთან მიმართებაში(კავავაის ინვდენტის მერე) მაგის გუნდებს აღარასოდეს ვუგულშემატკივრებ.

20:31 | 25.07.2021
johnsilver (1156)

ზაზამ რაც გაუკეთა კავაის, შემთხვევითი არ იყო. ის იყო ტრავმაზე გამიზნული თამაში და ზაზამ მიზანს მიაღწია.
მე არ ვგულშემატკივრობ პოპოვიჩის გუნდებს იმიტომ, რომ მისი კალათბურთელები (ბრუს ბოუენი და კო.) ზუსტად მასე იქცეოდნენ მუდმივად.

21:22 | 25.07.2021
sabonis (9584)

მე დარწმუნებული ვარ განგებ არ გაუკეთებია, ეს თავად კავაიმაც თქვა.

15:51 | 26.07.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

მეც ვფიქრობ რომ მანდ განგებ არ მიუყენებია ტრავმა. აი ვესტბრუკს კი აშკარად გამიზნულად უჩალიჩებდა ))

0.06997