ფეხბურთი

13:51 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვი: "იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ"

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა საფრანგეთის ნაკრებთან (0:1) წაგების შემდეგ ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტის განცხადება, წაგება სასიამოვნო არ არის, მაგრამ ახლა მომდევნო თამაშზე უნდა იფიქრონ.

„ვფიქრობ, ინტენსიური მატჩი იყო. ყველაფერი გავიღეთ, ბოლომდე ვიბრძოდით, გუნდს აბსოლუტურად ვერ დავადანაშაულებ. ბოლო 30 წუთის განმავლობაში უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო, მეტოქეზე მეტი ზეწოლა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები ვერ შევქმენით.

ჰუმელსი? ვერ დავადანაშაულებ, ეს უიღბლობა იყო. მანამდე შეგვეძლო თავის უკეთ დაცვა, მერე კი მატსს გაუჭირდა ბურთის მოგერიება. კიმიხმა და გოსენსმა შეტევაში დიდი სამუშაო შეასრულეს. ახლა იმედგაცრუებულები ვართ წაგებით, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ“, - თქვა ლიოვმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები ევრო 2020-ის მეორე ტურში 19 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.120728