ფეხბურთი

12:41 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიმიხი: "სულელური გოლი გავუშვით, წაგებას არ ვიმსახურებდით"

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი იოზუა კიმიხი მიიჩნევს, რომ საფრანგეთთან მარცხი დამსახურებული არ იყო. მისი თქმით, გერმანიამ მომდევნო მატჩში უნდა დაამტკიცოს, რომ ევრო 2020-ის ფავორიტებს შორისაა.

„ყველაზე ცუდი გუნდი არ ვიყავით. ვდომინირებდით და სულელური გოლი გავუშვით, რითაც მეტოქეს დაწინაურებაში დავეხმარეთ. ვფიქრობ, რომ ფრე დავიმსახურეთ. გვაქვს დონე, რომ საუკეთესო გუნდებთან ვითამაშოთ. საფრანგეთი ამ ტურნირის მთავარი ფავორიტია, მაგრამ მომდევნო მატჩში უნდა ვაჩვენოთ, რომ პრეტენდენტთა შორის ჩვენც ვართ“, - თქვა კიმიხმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები მეორე ტურში 19 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113329