ფეხბურთი

11:45 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამი: "განსაკუთრებული პრობლემები არც გვქონია"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გერმანიის ნაკრებთან (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და მიიჩნევს, რომ გამარჯვება არ გასჭირვებიათ.

„შესანიშნავი თამაში გვქონდა ძალიან ძლიერ მეტოქესთან. ვიცოდი, რომ ჩემი ფეხბურთელები მზად იქნებოდნენ ბრძოლისთვის და ასეც იყო. მეორე გოლთანაც ახლოს ვიყავით, რაც უსაფრთხო სიტუაციას შეგვიქმმინდა, მაგრამ მეორე ტაიმში განსაკუთრებული პრობლემები არც გვქონია. მაღალი დონის თამაში გვქონდა, რომელიც ნიჭიერმა ფეხბურთელებმა ითამაშეს“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრები მეორე ტურში 19 ივნისს, უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.114623