კალათბურთი

11:18 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი მე-19-ედ გახდა

კატალონიის „ბარსელონა“ ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონია. შარუნას იასიკევიჩუსის გუნდმა ფინალურ სერიაში მადრიდის „რეალი“ დაჯაბნა და „ელ კლასიკო“ მშრალად, 2:0 მოიგო.

„ბარსამ“ მეორე შეხვედრაში „სამეფო კლუბი“ ძალიან ადვილად, 92:73 დაამარცხა და 2014 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ისტორიაში კი მე-19-ედ შეძლო გაჩემპიონება.

ფინალის MVP ნიკოლა მიროტიჩი იყო, რომელმაც 27 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, რითაც გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა, ხოლო ნიკ კალატესმა 15 ქულა და 7 პასი დააგროვა.

ცალკე უნდა ვახსენოთ ლეგენდარული პაუ გასოლი! 40 წლის კალათბურთელი ესპანეთის ჩემპიონი 20-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა. პაუ ფინალში „ბარსას“ 11 ქულით, 6 მოხსნით და 2 პასით დაეხმარა. შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ ნახევარფინალური სერია გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფეს“ მოუგო (2:1).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116244