ალვარო მორატა „იუვენტუსში“ რჩება. ტურინულმა გრანდმა ესპანელ ფეხბურთელთან საიჯარო ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა და ის მომდევნო სეზონსაც იტალიაში გაატარებს.
მორატა „იუვემ“ შარშან „ატლეტიკოდან“ 1-წლიანი იჯარით დაიმატა და მხარეებს შორის თანამშრომლობა 2022 წლის ზაფხულამდე განახლდა. „ატლეტიკო“ გარიგების სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატამ გასულ სეზონში „იუვენტუსში“ ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი მიითვალა. 2014-2016 წლების სეზონის ჩათვლით კი ესპანელი ფორვარდის ანგარიშზე „იუვეს“ მაისურით 137 მატჩი, 47 გოლი და 27 საგოლე გადაცემაა.