ფეხბურთი

22:23 | 15.06.2021 | ნანახია 817 - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

ევროპის ჩემპიონატი კრიშტიანუ რონალდუმ შესანიშნავად დაიწყო და უნგრეთის ნაკრებთან მოგებულ მატჩში (3:0) დუბლი შეასრულა, თან რეკორდებიც დაამყარა.

რონალდუს ანგარიშზე ახლა ერთბაშად სამი ახალი რეკორდია: ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (11 გოლი), პირველი ფეხბურთელია, ვინც ხუთ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ხუთივეზე გოლი გაიტანა.

კრიშტიანუმ მიშელ პლატინის გადაასწრო. აქამდე, მასთან ერთად 9 გოლით იყოფდა ლიდერობას, მაგრამ ახლა 2 გოლით გაუსწრო და შანსი აქვს, უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდოს.

რონალდუს 2004 წლიდან ყველა დიდ სანაკრებო ფორუმზე აქვს გოლი გატანილი - ხუთ ევროპის ჩემპიონატსა და ოთხ მსოფლიოს ჩემპიონატზე. შეგახსენებთ, პორტუგალიის ნაკრები მეორე ტურში გერმანიის ნაკრებს შეხვდება (19 ივნისს).


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:39 | 14.08.2021
davidinho (1027)

ამ თამაშით ჩემპიონი გახდება უნაიტედი

0.063172
817