ფეხბურთი

21:14 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "სერია B-ში 28 წლისამ და მსოფლიოს საუკეთესო მეკარის სტატუსით ვითამაშე და ახლა რა პრობლემაა?"

ვეტერანი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას აგრძელებს და შესაძლოა, ეს სერია B-ში გააკეთოს. თუმცა, როგორც მან თქვა, იტალიის ქვედა ლიგაში 28 წლისამ, მსოფლიოს საუკეთესო მეკარის სტატუსით ითამაშა და 43 წლის ასაკში ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ჯიჯიმ ასევე აღნიშნა თუ რატომ დატოვა „იუვენტუსი“ და თქვა, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ იანვარში მიიღო.

„ბევრი წინადადება მაქვს. მეორე მეკარეობა და ჩემპიონთა ლიგის შანსი ცოტა ხნის წინ მომწონდა, მაგრამ ახლა უარს ვამბობ, მეორე მეკარის როლი მხოლოდ „იუვეში“ მოვირგე და სხვაგან ამას არ გავაკეთებ. არის შანსი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კარგ გუნდში გადასვლის, ან მშობლიურ „პარმაში“ დაბრუნების. ჩემს აგენტ სილვანო მარტინას შევხვდები და მალე ავირჩევ. სერია B-ში თამაში? იქ 28 წლის ასაკში, მსოფლიოს საუკეთესო მეკარის სტატუსით ვითამაშე და შესაბამისად, 43 წლის ასაკში ამის გაკეთება არ გამიჭირდება.

„იუვენტუსში“ დარჩენის შესაძლებლობა? არა, არ ყოფილა, რადგან იანვარში გადავწყვიტე გუნდიდან წასვლა. მივხვდი, რომ ძველებური ენთუზიაზმი აღარ მქონდა. „ბარსელონასთან“ როცა ვითამაშე, ვგრძნობდი, რომ კვლავ შემეძლო მაღალ დონეზე თამაში, მაგრამ გულშემატკივრები ამბობდნენ, რომ მხოლოდ იმიტომ მომეცა თამაშის შანსი, რომ პირლოს მეგობარი ვიყავი. მარტინას დავურეკე და ვუთხარი, რომ ყველაფერი დასრულდა“, - თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონს აქტიურად უკავშირებენ მშობლიურ „პარმას“, სადაც 1995-2001 წლებში თამაშობდა. ეს გუნდი მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს. ბუფონის მომავალი კლუბი სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10893