ფეხბურთი

20:02 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიამ "ლოკომოტივი" დატოვა და მისი მომდევნო კლუბი თითქმის ცნობილია

თბილისის „ლოკომოტივი“ გურამ კაშიამ დატოვა. 33 წლის ფეხბურთელი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა და ინფორმაციაც ოფიციალურად დაადასტურა.

მან საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხთან“ ინტერვიუში თქვა, რომ „ლოკომოტივი“ დატოვა და კარიერას ევროპაში გააგრძელებს. როგორც მან აღნიშნა, სამი გუნდისგან აქვს შეთავაზება, აქედან ერთთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია და ამიტომ, მისი ვინაობაც არ დაასახელა.

გურამი სავარაუდოდ სლოვაკეთის ჩემპიონ „სლოვანს“ გულისხმობდა, რომელსაც მას აქტიურად უკავშირებენ და რომლის მთავარი მწვრთნელი კაშიასთვის და ჩვენთვის კარგად ნაცნობი ვლადიმირ ვაისია. მოსალოდნელია, რომ ეს ტრანსფერი უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურდება.

შეგახსენებთ, გურამ კაშიამ ბოლო ექვსი თვე გაატარა „ლოკომოტივში“ და 17 თამაშში 4 გოლის გატანაც მოახერხა. 2010-2018 წლებში, კარიერის საუკეთესო პერიოდი არნემის „ვიტესში“ დაჰყო, 292 მატჩში 24 გოლი გაიტანა, ნიდერლანდების თასი მოიგო, კლუბის კაპიტანი და ლეგენდა იყო. 2018-2020 წლებში მან „სან ხოსეში“42-ჯერ ითამაშა, ხოლო კარიერის საწყის ეტაპზე „დინამო თბილისის“ წევრი იყო. საქართველოს ნაკრებში გურამის აქტივში 87 თამაში და 2 გოლია.

0.130584