ფეხბურთი

19:05 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანიის ნაკრების მწვრთნელი: "თამაში ჩვენ არ მოგვითხოვია, უეფამ გვაიძულა"

დანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კასპერ ჰიულმანდმა კრისტიან ერიკსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისაუბრა და თქვა, რომ ბელგიასთან ვერ შეცვლიან, რადგან ის შეუცვლელია.

გარდა ამისა, ჰიულმანდმა თქვა, რომ უეფამ მათ თამაში აიძულეს და სწორი იქნებოდა, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღოთ.

„არ იყო სწორი არჩევანს შორის დაყენება, გვეთამაშა იმ დღესვე თუ მეორე დღეს. არც ისაა სწორი, რომ თამაში ჩვენი სურვილით მოვითხოვეთ, ეს ასე არ ყოფილა. პროტოკოლი გადასახედია, კორონავირუსის გამო 48 საათი გვექნებოდა დრო, ახლა კი, გულის გაჩერების გამო დრო არ გვქონდა. სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, სახლში გავეშვით. იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია მომავალში გაკვეთილისთვის გამოდგება.

მასთან მთელი გუნდი საუბრობს, მათ შორის მეც. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, მისი ღიმილის დანახვა, იმის გაგება, რომ სამედიცინო ტესტები კარგ პასუხს იძლევა. როგორ შევცვლით ბელგიასთან? კრისტიანის შეცვლა შეუძლებელია, რადგან საუკეთესოა“, - თქვა ჰიულმანდმა.

შეგახსენებთ, კრისტიან ერიკსენს ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა და ის ექიმების დროულმა რეაგირებამ გადაარჩინა. დანიელი ნახევარმცველი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და სოციალურ ქსელში მომხდარის შემდეგ პირველი პოსტიც გამოაქვეყნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11433