ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" ბაქოს "ნეფთჩის" დაუპირისპირდება. წილისყრის შემდგომ აღნშნულ დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ.
ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მათ ძლიერი მეტოქე შეხვდათ და ამ დროისთვის შანსებზე ლაპარაკი ზედმეტია, თუმცა, მაქსიმალური შედეგის ჩვენებას გეგმავენ.
"ბაქოს ნეფთჩი აზერბაიჯანის ჩემპიონია და თავის ქვეყანაში ისეთივე საფეხბურთო ბრენდია, როგორც დინამო საქართველოში. სერიოზული მეტოქეა და რათქმაუნდა ვაფასებთ მას. ამ ეტაპზე შანსებზე საუბარი მიუღებელია, ჩვენი ამოცანაა კარგად მოვემზადოთ ამ მატჩებისთვის. ჩვენი გეგმები გვაქვს, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შედეგიც მაქსიმალური ვაჩვენოთ", - განაცხადა კახა ცხადაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" "ნეფთჩის" 6 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო 13 ივლისს მატჩი ბაქოში გაიმართება.