ფეხბურთი

13:49 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდუ სანტუში: „უნგრეთთან გასამარჯვებლად საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ“

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, უნგრეთთან ევრო 2020-ის პირველი მატჩის წინ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„უნგრეთის ნაკრების მატჩები ვნახე და დავრწმუნდი, რომ გასამარჯვებლად საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. ველი, რომ უნგრელები უშიშრად ითამაშებენ და კონტრშეტევებზე არ იმოქმედებენ.

რატომ გამოვიძახე დიოგო დალოტი, რომელმაც ერთი კვირის წინათ ახალგაზრდული ევროს ფინალში ითამაშა? მას ყველა მონაცემი აქვს იმისათვის, რომ თუ დაგვჭირდა, დაგვეხმაროს.“ - ციტირებს სანტუშის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-საიტი.

უნგრეთისა და პორტუგლიის ნაკრებთა შეხვედრა დღეს გაიმართება ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116756