ფეხბურთი

14:19 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისის" მეტოქე ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "დინამო თბილისის" მეტოქე გაირკვა. კახა ცხადაძის გუნდი წილისყრისას განთესილი იყო და მას ოთხი სავარაუდო მეტოქე ჰყავდა.

წილისყრის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ "დინამოს" მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონი ბაქოს "ნეფთჩი" იქნება და პირველი მატჩი თბილისში გაიმართება (6 ივლისს), საპასუხო - ბაქოში (13 ივლისს).

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 6/7 და 13/14 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1175