ავტოსპორტი

10:51 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენი „რედ ბულში“ კარიერის ბოლომდე დარჩენას აპირებს

მაქს ფერსტაპენი თავისი კარიერის დასაწყისიდანვე „რედ ბულის“ წევრია. ფორმულა 1-ის სხვა გუნდში არასდროს გადასულა. და როგორც ჩანს, ავსტრიულ გუნდში დიდხანს დარჩება. ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ფერსტაპენი შესაძლოა „მერსედესში“ გადავიდეს. მაგრამ ჰოლანდიელმა პილოტმა, ხარებთან ახალი, მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ახალ კონტრაქტში, ფერსტაპენს აქვს ოპცია, რომლის შესაბამისადაც, მას კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტა შეუძლია. მაგრამ ის ამბობს, რომ ამ ოპციის გამოყენებით დაინტერესებულ არაა და რომ ამ გუნდში კარიერის ბოლომდე დარჩენას აპირებს.

„ასეთი გეგმა მაქვს. ძალიან მომწონს, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. აქ ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ყველანი მოტივირებულები ვართ და წარმატებისკენ სწრაფვა გვამოძრავებს. ჩვენ გამარჯვება გვწყურია და იმედი მაქვს, რომ ამას დიდხანს გავაკეთებთ“, - ამბობს მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერი.

თუმცა ის არ მალავს, რომ შესაძლოა გუნდი შეიცვალოს. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მისი ამბიციების შესაფერის შეთავაზებას მიიღებს. „ჯერჯერობით, ამაზე არ ვფიქრობ. მაგრამ მინდა, საკუთარი თავი გამძლეობაზე რბოლებში გამოვცადო. მაგრამ ეს მეორადი მიზანია და არა მთავარი“. - ამბობს მაქსი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116885