ფეხბურთი

10:23 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება "ევერტონს" სურს და კონკურენციას "ლიდსს" უწევს

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ინგლისური კლუბები „ლიდს იუნაიტედი“ და ლივერპულის „ევერტონი“ იბრძვიან.

Sportitalia-ს ჟურნალისტი რუდი გალეტი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ 20 წლის ქართველი შემტევი სავარაუდოდ, რუსეთში არ დარჩება და კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს. როგორც ის იტყობინება, „ლიდსის“ შემდეგ „ევერტონიც“ სერიოზულად დაინტერესდა და "ლიდსთან" ბრძოლა გააჩაღა, ხოლო გარიგების დახურვა 20-25 მილიონი ევროს ფარგლებში შესაძლებელი იქნება.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ის რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ ორჯერ დასახელდა.

0.106249