ევრო 2020-ზე ჯერჯერობით ალბათ ყველაზე მოსაწყენი და უფერული მატჩი შედგა - ესპანეთსა და შვედეთს შორის. სევილიაში გამართულმა დაპირისპირებამ მოლოდინი აბსოლუტურად ვერ გაამართლა და ლოგიკური ნულოვანი ფრე დაფიქსირა.
პირველ ტაიმში ესპანელებს ორი საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ დანი ოლმოს რობინ ოლსენმა აჯობა, ხოლო ალვარო მორატამ მცველისგან ბოძებული საჩუქარი ვერ შეირგო და არაზუსტად დაარტყა. საპასუხოდ, შვედეთს კიდევ უფრო მაგარი მომენტი ჰქონდა, როცა ისაკი ემქურებოდა უნაი სიმონის კარს და ლორენტემ ჩაჭრა ბურთი, რომელიც ძელს მოხვდა და „ფურია როხა“ გადარჩა.
მეორე ნახევარში ყველაზე ახლოს გოლს მატჩის მიწურულს ხერარდ მორენო იყო, მაგრამ ახლო მანძილიდან მისი თავური ოლსენმა მოიგერია. ლუის ენრიკეს გუნდს ბურთის ფლობის 75% ჰქონდა და 900-ზე მეტი პასიც გააკეთა, მაგრამ ფაქტია, სახიფათო იერიშების შექმნა უჭირდა.
ამრიგად, გუნდებმა ნულოვანი ფრით დაიწყეს და E ჯგუფის სათავეში პირველი ტურის მერე სლოვაკეთის ნაკრები მოექცა.
ესპანეთი - შვედეთი 0:0 (0:0)
სევილია, „ლა კარტუხა“
ესპანეთი (4-3-3): სიმონი; ლორენტე, ლაპორტი, პაუ ტორესი, ალბა; კოკე (ფაბიან რუისი 87), როდრი (ტიაგო ალკანტარა 66), პედრი; ტორესი (ოიარსაბალი 74), მორატა (სარაბია 66), დანი ოლმო (მორენო 74)
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
შვედეთი (4-4-2): ოლსენი; ლუსტიგი (კრაფტი 75), ლინდელოფი, დანიელსონი, აუგუსტინსონი; ლარსონი, ეკდალი, ოლსონი (კაუსტე 84), ფორსბერგი (ბენგსტონი 84); ისაკი (კლაესონი 69), ბერგი (ქუაისონი 68)
მწვრთნელი: იანე ანდერსონი
გაფრთხილება: ლუსტიგი (55)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 2 (0) ბურთის ფლობა: 75%-25% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 2:1
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ვიქტორ ლინდელოფი (შვედეთი)
მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)
1. | სლოვაკეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 1 | 1 | 3 |
2. | ესპანეთი | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 |
3. | შვედეთი | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 |
4. | პოლონეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 1 | 2 | -1 | 0 |