ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამდე საქართველოს ჩემპიონის, „დინამო თბილისის“ სავარაუდო მეტოქეთა სია ოთხამდე შემცირდა.
კახა ცხადაძის გუნდს ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის პირველ წრეში შემდეგი გუნდებიდან ერთ-ერთან მოუწევს თამაში:
„შახტიორი“ (ბელარუსი)
„ნეფთჩი ბაქო (აზერბაიჯანი)
„მაქაბი ჰაიფა (ისრაელი)
„ტეუტა“ (ალბანეთი)
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 15 ივნისს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო მატჩები 6-7 და 13-14 ივლისს გაიმართება.