ფეხბურთი

22:14 | 14.06.2021 | ნანახია 0 - ჯერ

სლოვაკეთმა პოლონეთს აჯობა და პლეი-ოფზე დიდი განაცხადი გააკეთა

ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფში სლოვაკეთის ნაკრებმა ასპარეზობა კარგად დაიწყო და პირველი ტურის შეხვედრაში პოლონეთის ნაკრები დაამარცხა.

სანქტ-პეტერბურგში შტეფან ტარკოვიჩის გუნდმა პოლონელებს გასაქანი არ მისცა და დამსახურებულად იმარჯვა. სლოვაკებმა რობერტ ლევანდოვსკი თამაშიდან გააქრეს და ევროპის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა ღირებული 90 წუთის განმავლობაში ვერაფერი შექმნა.

ანგარიში კი მე-18 წუთზე გაიხსნა. ეს ვოიცეხ შჩესნის დამსახურებაა, რომელიც შეცდა და ავტოგოლი მიითვალა. შჩესნი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ავტოგოლი გაიტანა. პოლონელებმა მეორე ტაიმის პირველივე წუთზე გაათანაბრეს. თავი კაროლ ლინეტმა გამოიჩინა და თითქოს პაულუ ფონსეკას მოსაგებად უნდა გაეწია, მაგრამ მსგავსი არაფერი მოხდარა.

უფრო მეტიც, 62-ე წუთზე გჟეგოჟ კრიხოვიაკმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა, თავისი გუნდი კი კაცნაკლული დატოვა. სლოვაკეთმა ამით უმალვე ისარგებლა და 7 წუთში კიდევ ერთხელ დაწინაურდა. შჩესნი ამჯერად მილან შკრინიარის დარტყმას ვერ გაუმკლავდა და სლოვაკეთის ნაკრებმა გამარჯვებამდე საქმე მშვიდად მიიყვანა.

ამრიგად, სლოვაკეთმა სამი ქულა მოიპოვა, ხოლო პოლონეთის მდგომარეობა ძალზე დამძიმდა, რადგან ესპანეთთან და შვედეთთან მატჩები ელოდება.

პოლონეთი - სლოვაკეთი 1:2 (0:0)

სანქტ-პეტერბურგი, „გაზპრომ არენა“

პოლონეთი (4-3-3): შჩესნი; ბერეშინსკი, გლიკი, ბედნარეკი, რიბუსი (პუხაში 74); ლინეტი (ფრანკოვსკი 74), კრიხოვიაკი, კლიხი (მოდერი 85); იოზვაიკი, ლევანდოვსკი, ზიელინსკი (სვიდერსკი 85)

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

სლოვაკეთი (4-4-2): დუბრავკა; პეკარიკი (კოშჩელნიკი 79), სატკა, შკრინიარი, უბოჩანი; ჰარასლინი (დურიში 87), კუცკა, ჰრომადა (ჰროსოვსკი 79), მაკი (სუსლოვი 87); დუდა (გრეგუში 90), ჰამშიკი

მწვრთნელი: შტეფან ტარკოვიჩი

გოლები: 0:1 შჩესნი (18, ა.გ), 1:1 ლინეტი (46), 1:2 შკრინიარი (69)

გაფრთხილება: კრიხოვიაკი (22, 62) - უბოჩანი (20)

გაძევება: კრიხოვიაკი (62)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 7 (2) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 0:1

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): მილან შკრინიარი (სლოვაკეთი)

მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:50 | 08.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

იმედია უნივერსალზე ბაიერნის თამაშს გაუშვებენ, ლიგა მაინც მაყურებინეთ წესიერათ, იმის პრეტენზია აღარ მაქვს პრემიერლიგა და ლალიგის ძირითადი თამაშები ფასიანზე რომ გადაიტანეთ

15:53 | 08.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ყველაფერი უფასოდ ვერ იქნება, ეგ მეც მესმის, მაგრამ ლიგაზე მაგარი ცუდს აკეთებთ

15:37 | 08.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ტუხელი რამდენიმე თამაშის ჩაგდების გამო გააგდეს, ამას ძაან ბევრი აპატიეს

14:56 | 08.03.2023
Bachana705 (373)

ისე დორტმუნდი გასულიყო ჯობდა არისტოკრატებისთვის. იმ მოსიარულე დიშლას მაინც გააგდებდნენ გუნდიდან.

14:10 | 08.03.2023
sul2 (1775)

ბენფიკა ძალიან ძლიერი გუნდია, ამ ეტაპზე მათთან შეხვედრა არავისთვის იქნება საჩუქარი, სეზონის რაღაც ეტაპზე ჩავარდნა დაეწყებათ სავარაუდოდ.

08:40 | 08.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ნაპოლისთვის შედარებით კარგი ვარიანტი ბენფიკაა, ან ინტერი-პორტო

08:38 | 08.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ვულოცავ ჩელსის ფანებს გუნდის მეოთხედფინალში გასვლას, იმედია დანარჩენი ინგლისური გუნდებიც გავლენ, ნუ ლივერპულს მხოლოთ თეორიული შანსი აქვს

0.223654