ჩოგბურთი

2:20 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანოს ციციპასმა როლან გაროსის ფინალამდე 5 წუთით ადრე ბებიის გარდაცვალება შეიტყო

ბერძენ ჩოგბურთელ სტეფანოს ციციპასს როლან გაროსის ფინალამდე ბებია გარდაეცვალა და ეს ამბავი ფინალის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გაიგო. სტეფანოსმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

“სანამ მოედანზე გავიდოდი, ხუთი წუთით ადრე ბებიაჩემი გარდაიცვალა. ის იყო ბრძენი ქალი, რომელსაც სიცოცხლის დიდი რწმენა ჰქონდა და ამაში ვერავინ შეედრება, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. ცხოვრება არ არის გამარჯვება ან წაგება. სიცოცხლის ყოველი წუთით ტკბობა მნიშვნელოვანია მარტო თუ სხვებთან ერთად. მადლობა მას ყველაფრისთვის, მის გარეშე არაფერი იქნებოდა“, - დაწერა ციციპასმა სოციალურ ქსელში.

სტეფანოს ციციპასმა ნოვაკ ჯოკოვიჩთან როლან გაროსის ფინალი ხუთ სეტში 7:6, 6:2, 3:6, 2:6, 4:6 წააგო. ბერძენი ჩოგბურთელი ჰალეს ტურნირში უნდა ჩართულიყო და მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილთან თამაშის შანსიც არსებობდა, მაგრამ ციცპასი ტურნირიდან ჩაეხსნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145412