ფეხბურთი

21:40 | 14.06.2021 | ნანახია 601 - ჯერ

არნაუტოვიჩმა ალიოსკის შეურაცხყოფისთვის მოიბოდიშა: "რასისტი არ ვარ"

ავსტრიის ნაკრების თავდამსხმელმა მარკო არნაუტოვიჩმა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გატანილი გოლი ემოციურად აღნიშნა. მან აგრესია გამოხატა ეზგიან ალიოსკის მიმართ, რომელიც წარმოშობით ალბანეთიდანაა და მას ამის გამო შეურაცხყოფა მიაყენა.

არაა გამორიცხული უეფამ არნაუტოვიჩი რასისტული შეურაცხყოფისთვის დასაჯოს კიდეც, მაგრამ მანამდე ავსტრიელმა თავდამსხმელმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა.

„იყო გადაჭარბებული სიტყვები გუშინდელი მატჩის ემოციების გამო და მინდა ამისთვის ბოდიში მოვიხადო. განსაკუთრებით ჩემს მეგობრებს, რომლებიც ჩრდილოეთ მაკედონიიდან და ალბანეთიდან არიან. ძალიან ნათლად მინდა ვთქვა ერთი რამ: მე რასტისტი არ ვარ. მეგობრები თითქმის ყველა ქვეყანაში მყავს და მხარს ვუჭერ მრავალფეროვნებას. ეს ყველამ იცის, ვინც მე მიცნობს“, - დაწერა არნაუტოვიჩმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ავსტრიის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია 3:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:37 | 14.06.2021
alexpool (563)

თვითონ საიდან არის ეგ ჩემისა წარმოშობით,ძირძველი ავსტრიელია???

09:17 | 15.06.2021
london (1032)

ავსტრიელი რომ არ არის მაგიტომაც უთხრა ალიოსკის რაღაცაები.ავსტრიელად რომ თვლიდეს თავს სულ ფეხებზე ეკიდებოდა ალიოსკი

0.118127