ფეხბურთი

16:45 | 14.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

შმეიხელი: "ერიკსენი მეუღლეს მკვდარი ეგონა, უეფა კი დანიას ტექნიკური წაგებით დაემუქრა"

დანიური ფეხბურთის ლეგენდამ პეტერ შმეიხელმა კრისტიან ერიკსენის გულის შეტევაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ფეხბურთელი მის მეუღლეს, საბრინა კვისტ იენსენს მკვდარი ეგონა.

გარდა ამისა, შმეიხელმა უეფას საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დანიის ნაკრებს თამაში რომ არ გაეგრძელებინა, უეფა მზად იყო მისთვის წაგება ჩაეთვალა.

“წუხელ ვესაუბრე ჩემს შვილს, კასპერს. ის მაშინვე მივიდა კრისტიანის მეუღლესთან, რომელსაც ეგონა, რომ ერიკსენი მკვდარი იყო, თუმცა, კასპერმა უთხრა, ის სუნთქვადა. თამაშის გაგრძელება? არ გეგონოთ, რომ ფეხბურთელებს არჩევანი ჰქონდათ. არ არის სიმართლე, რომ თითქოს თამაშის გაგრძელება მათ მოითხოვეს. ასე არ არის, სიმართლე მე ვიცი. უეფამ დანიას სამი ვარიანტი შესთავაზა: თამაშის იმ დღესვე გაგრძელება, მეორე დილით 12 საათზე გაგრძელება და ტექნიკური წაგება (0:3). მწვრთნელიც ნანობს, რომ ფეხბურთელებს მოედანზე დაბრუნების ნება მისცა“, - თქვა პეტერმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიკსენს დანია - ფინეთის მატჩის პირველ ტაიმში გულის შეტევა დაემართა. ის მოედანზე უგონო მდგომარეობაში დაეცა და ექიმებმა პირველადი დახმარება იქვე გაუწიეს, ცოტა ხანში კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

0.131312