ფეხბურთი

16:12 | 14.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი ჟურნალისტს დაუპირისპიდა: "შენი სამუშაო სამარცხვინოა!" (+VIDEO)

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ესპანელ ჟურნალისტს კამერების წინაშე დაუპირისპირდა. ფრანგ სპეციალისტს მედიის წარმომადგენელმა „სამეფო კლუბიდან“ წასვლაზე ჰკითხა, რამაც ზიდანის გაცხარება გამოიწვია.

ინციდენტი „რაიო ვალეკანოსა“ და „ჟირონას“ მატჩის დაწყებამდე მოხდა, რომელსაც „ზიზუ“ სტადიონზე დაესწრო.

ჟურნალისტის შეკითხვას თავიდან ზიდანმა პასუხი არ გასცა, მაგრამ მას მერე, რაც ესპანელი კითხვის დასმას განაგრძობდა, პასუხიც მიიღო: „გააგრძელებ ამ სულელური შეკითხვების დასმას? შენი სამუშაო სამარცხვინოა. მე შენ გიცნობ და შენც მიცნობ. ყოველთვის ერთი და იგივე ხდება. თუ გინდა ცალკე ვისაუბროთ“, - უთხრა მას ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა „რეალი“ თავისი სურვილით დატოვა და გამოსამშვიდობებელ წერილში კლუბი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მას სათანადოდ მხარს აღარ უჭერდა.

0.110805