ფეხბურთი

13:25 | 14.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენის აგენტი: "კრისტიანი არ დანებდება, უნდა, რომ დანიას ბელგიასთან უქომაგოს"

დანიის ნაკრების ფეხბურთელის, კრისტიან ერიკსენის აგენტმა მარტინ შუტსმა Gazzetta Dello Sport-თან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, კრისტიანი კარგადაა და დანებებას არ აპირებს.

„მას ვესაუბრე, ხუმრობდა, კარგ ხასიათზე იყო. ყველას გვსურს გავიგოთ, რა მოუვიდა, მასაც ეს უნდა. ექიმები საფუძვლიან გამოკვლევას აკეთებენ, თუმცა ამას დროს სჭირდება. ის ბედნიერია, რადგან დაინახა მის გარშემო რამხელა სიყვარულია. ის განსაკუთრებით მოხიბლულია „ინტერის“ გამო, არა მხოლოდ თანაგუნდელები, რომლებიც ჩატში ელაპარაკნენ, რამედ გულშემატკივრებით. კრისტიანი არ დანებდება. ნახევარი სამყარო დაგვიკავშირდა, ყველა შეშფოთებული იყო. ახლა მან უბრალოდ უნდა დაისვენოს, მასთან მეუღლე და მშობლები არიან. ის დაკვირვების ქვეშ რჩება, ალბათ სამშაბათამდე ასე იქნება. თუმცა, ძალიან უნდა, რომ თანაგუნდელებს ბელგიასთან უქომაგოს“, - თქვა შუტსმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიკსენს დანია - ფინეთის მატჩის პირველ ტაიმში გულის შეტევა დაემართა. ის მოედანზე უგონო მდგომარეობაში დაეცა და ექიმებმა პირველადი დახმარება იქვე გაუწიეს, ცოტა ხანში კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114631