ფეხბურთი

20:48 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანიის ნაკრების ექიმი: "ერიკსენი პრაქტიკულად მკვდარი იყო, არ ვიცით რა დაემართა"

დანიის ნაკრების ექიმმა მორტენ ბოესენმა კრისტიან ერიკსენის მდგომარეობაზე ილაპარაკა. დანიელი მედიკოსის თქმით, ერიკსენი პრაქტიკულად გარდაცვლილი იყო და არ აქვს პასუხი, რატომ დაემართა გულის შეტევა.

„ეს გულის შეტევა იყო. თითქმის დაკარგული გვყავდა, არ ვიცი, როგორ დავაბრუნეთ ამ სამყაროში, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მე არ ვარ კარდიოლოგი, დეტალებში ვერ შევდივარ, მაგრამ არსებობენ ამ თემის ექსპერტები და სპეციალისტები. ჯერჯერობით არავინ იცის, რა რა დაემართა კრისტიანს. ამიტომ, ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩება.

ვესაუბრე კრისტიანს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ის ფხიზლადაა, ზუსტ და მკაფიო პასუხებს იძლევა შეკითხვებზე, გული სტაბილურად მუშაობს. ახლა მას მოუწევს შემდგომი გამოკვლევების გავლა, რაც აქამდე ჩაუტარდა, შედეგები კარგია. დიახ, მას გული გაუჩერდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწრაფი რეაგირება. ის ფაქტი, რომ ეს სტადიონზე მოხდა და სამედიცინო პერსონალი იქვე იმყოფება, გადამწყვეტი ფაქტორიც იყო“, - თქვა ბოესენმა.

შეგახსენებთ, კრისტიან ერიკსენი დანია - ფინეთის მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს მოედანზე უგონო მდგომარეობაში დაეცა და მას გულის შეტევა ჰქონდა. ბოლო ცნობებით, დანიელი ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია.

0.106289