ჩოგბურთი

17:52 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის ტურნირის ფინალში დამარცხდა. მარიამმა ფინალამდე შესანიშნავად ითამაშა, ზედიზედ ოთხი შეხვედრა, მოიგო, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში მარცხი განიცადა.

ბრაზილიელმა ბეატრის ჰადად მაიამ ბოლქვაძეს ორ სეტში, 6:4, 6:4 აჯობა და ჩემპიონი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ტურნირზე ბოლქვაძე პირველ ნომრად იყო განთესილი, ხოლო ბრაზილიელი ჰადად მაია მეორე ნომრად.

მარიამ ბოლქვაძე - ბეატრის ჰადად მაია 0:2 (4:6, 4:6)

0.12662