ფეხბურთი

13:22 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაო კანსელო ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

პორტუგალიის ნაკრების მცველი ჟოაო კანსელო ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა და ევროფორუმს გამოაკლდა.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, კანსელოს ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა „მილანის“ მარჯვენა მცველი დიოგო დალო გამოიძახა.

შეგახსენებთ, პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე უნგრეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.115522