ფეხბურთი

10:25 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი ბუფონი "პარმაში" დაბრუნებასთან ახლოსაა

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ახლოსაა „პარმაში“ დაბრუნებასთან. Sky Sport-ის ცნობით, 43 წლის კიპერს ისეთ კლუბში გადასვლა სურს, სადაც მთავარი მეკარე იქნება.

„პარმა“ მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს, მაგრამ იტალიელი ქვედა ლიგაშიც თამაშზეც თანახმაა. მას ცოტა ხნის წინ „ბარსელონა“ მეორე მეკარეობას სთავაზობდა, მაგრამ ესპანელები უარით გაისტუმრა, რადგან თამაში სურს.

ჯიჯის მიზანი 2022 წლის მუნდიალზე გამგზავრება და იტალიის ნაკრების განაცხადში მოხვედრაა (სამ მეკარეში). ამას თუ მოახერხებს, პირველი ფეხბურთელი გახდება ისტორიაში, რომელსაც ექვს მუნდიალზე ექნება მონაწილეობა. ამდენად, სათამაშო პრაქტიკა მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

ბუფონის საფეხბურთო კარიერა „პარმაში“ დაიწყო, რომლის ღირსება 1995-2001 წლებში 220-ჯერ დაიცვა. შემდგომ კი „იუვენტუსში“ 19 სეზონი და „პარი სენ ჟერმენში“ ერთი სეზონი გაატარა. შეგახსენებთ, ჯიჯის „იუვესთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და 1 ივლისს თავისუფალი აგენტი ხდება. იტალიელი კარის დარაჯის საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112283