ფეხბურთი

2:52 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: "თამაშამდე ბევრი ვიტირე, მხოლოდ კრისტიანზე ვფიქრობდი"

ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ რუსეთთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კრისტიან ერიკსენზე ფიქრობდა. ბელგიელი და დანიელი „ინტერში“ თანაგუნდელები და მეგობრები არიან.

„ჩემთვის რთული იყო ამ საღამოს თამაში, ჩემი ფიქრები მხოლოდ კრისტიანს უკავშირდებოდა. იმედი მაქვს, რომ კარგად არის და ჩემს თამაშს მას ვუძღვნი. თამაშამდე ბევრი ვიტირე, მასზე ვღელავდი. ერთად ბევრი მომენტი გამოვიარეთ და მასთან უფრო მეტი მაქვს გატარებული, ვიდრე ჩემს ოჯახთან. ჩემი ფიქრები მას, მის მეუღლეს და სამ შვილს უკავშირდება“, - თქვა ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, რომელუ ლუკაკუმ რუსეთის ნაკრებთან დუბლი შეასრულა და პირველი გოლის შემდეგ კამერასთან მიირბინა, რომელსაც ჩასძახა: „კრის, კრის, მიყვარხარ“.

0.116754