მილანის „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ კრისტიან ერიკსენის შესახებ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ცოტა ხნის წინ დანიელმა ფეხბურთელმა კლუბის შიდა ჩათში მესიჯი გამოგზავნა.
„ერიკსენმა ჩვენს შიდა ჩათში მესიჯი გამოგზავნა, რომელიც ცხადყოფს იმ დიდ ჰარმონიას, რომელიც „ინტერის“ გუნდშია. პირდაპირ კრისტიანთან მანამდე არ გვისაუბრია, მაგრამ დანიიის ფეხბურთის ფედერაციის სამედიცინო პერსონალმა დაგვამშვიდა. ხუთი წუთის წინ კი მან მესიჯი გამოგვიგზავნა.
ძალიან მძიმე კადრები ვნახეთ, რაღაც დრამატული. საბედნიეროდ, თანაგუნდელები და სტადიონის მედპერსონალი საქმეში მალევე გაერკვნენ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას შეტყობინებებისთვის, სითბოსთვის, სპორტული მეტოქეების ჩათვლით. სპორტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა უდიდესი ფასეულობა“, - თქვა მაროტამ.