დანიის ნაკრების ფეხბურთელ კრისტიან ერიკსენს ფინეთთან მატჩის მიწურულს გულის შეტევა დაემართა.
დანიელი ნახევარმცველი მოულოდნელად გაზონზე დაეცა და გონება დაკარგა. თამაში ამ დროისთის შეწყვეტილია და სამედიცინო პერსონალი მის გადარჩენას ცდილობს. რამდენიმე წუთის განმავლობაში მედიკოსები ერიკსენის გონზე მოყვანას ვერ ახერხებდნენ.
დაახლოებით 15 წუთისა და ადგილზე აღმოჩენილი დახმარების შემდეგ კრისტიან ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ის მოედნიდან გაყვანისას უკვე გონზე იმყოფებოდა და ამის ამსახველი ფოტოები Getty Images გაავრცელა. კოპენჰაგენის სტადიონის, "პარკენის" დიქტორმა გამოაცხადა, რომ ის ცოცხალია და საავადმყოფოში მკურნალობენ. მატჩის განახლების შესახებ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა.