ფეხბურთი

16:31 | 12.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიას ფლორენცი გამოაკლდა

იტალიის ნაკრების მცველი ალესანდრო ფლორენცი დაშავდა და „სკუადრა აძურას“ უახლოეს შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

ფლორენციმ ტრავმა თურქეთის ნაკრებთან მატჩში (3:0) მიიღო და მოედანზე მხოლოდ პირველი ტაიმი გაატარა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, ალესანდრო 16 ივნისს შვეიცარიასთან თამაშს ნამდვილად გამოტოვებს.

რობერტო მანჩინი იმედოვნებს, რომ ფლორენცი მის განკარგულებაში ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში უელსთან (20 ივნისი) იქნება. პსჟ-ს ფეხბურთელის ჯოვანი დი ლორენცო შეცვლის, რომელიც თურქეთთან თამაშში ძალიან კარგად ჩაერთო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109982