ძიუდო

14:41 | 12.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გელა ზაალიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში +100 კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი წარმატებით ასპარეზობს და ნახევარფინალშია.

ზაალიშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო მეორე წრეში სენეგალელ მბაგნიკ ნდიაეს აჯობა, რასაც ავსტრიელ დანიელ ალერსტორფერი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალი ნიდერლანდელ როი მეიერთან გამარჯვების შედეგად დაძლია. გელა ნახევარფინალში ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდება.

დღესვე, ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა იასპარეზა და სამხრეთ კორეელ ჰაიუნ კიმთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული და ინდივიდუალური შეჯიბრება დღეს სრულდება. 13 ივნისს კი მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდურ პირველობაში გაიმართება.

0.110658