ფეხბურთი

14:08 | 12.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მემფის დეპაი "ბარსელონას" შეუთანხმდა

ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელი მემფის დეპაი „ბარსელონასთან“ ძალიან ახლოსაა. Mundo Deportivo-ს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.

დეპაის „იუვენტუსიც“ ეპატიჟება, მაგრამ ესპანური გამოცემა წერს, რომ ფეხბურთელმა არჩევანი „ბარსას“ სასარგებლოდ უკვე გააკეთა. გადამწყვეტი გამოდგა „ბარსელონასა“ და ფეხბურთელის აგენტებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა.

მემფის დეპაის „ლიონთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ფრანგულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. დეპაი ამჟამად ნიდერლანდების ნაკრებში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110236