ფეხბურთი

13:34 | 12.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: "ამბიციები ზედმეტ თავდაჯერებაში არ უნდა გადაგვეზარდოს"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდია ძლიერია, მაგრამ ამბიციები ზედმეტ თავდაჯერებაში არ უნდა გადაიზარდოს.

„ვიცით, რომ დიდი შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ მატჩებს მის დაწყებამდე ვერ მოიგებ. ხარისხი და ნიჭი საკმარისი არ არის, საჭიროა დიდი მენტალური ძალა, კონცენტრაცია, აგრესია. ყველაფერი, რაც რუსეთში გვქონდა 2018 წელს. გამარჯვება ძნელია, მისი გამეორება ორჯერ უფრო მეტად. ამბიცია ზედმეტ თავდაჯერებულობაში არ უნდა გადაიზარდოს.

ბენზემა? აუცილებელი იყო კიდევ ერთხელ გვენახა ერთმანეთი და მომხდარზე და ბევრ სხვა რამეზე გველაპარაკა. მაგრამ რაც ვთქვით, ეს ჩვენს შორის დარჩება. პრობლემა არ არსებობს არც ჟირუსთან დაკავშირებით. ჩვენ არანაკლებ ძლიერები ვართ მის გარეშე, მაგრამ ვიცოდი, რომ მასთან ერთად უფრო ძლიერები ვიქნებოდით.

იტალიის ნაკრები? მათ შეიძლება ძალიან შორს წასვლის ამბიცია ჰქონდეთ. თუმცა, ამავდროულად, შეიძლება არ ჰქონდეთ საერთაშორისო გამოცდილება ინდივიდუალურ დონეზე. ბევრი იტალიელისთვის ეს პირველი დიდი ტურნირია, მაგრამ ასე ჩემს ფეხბურთელებთან დაკავშირებით 2018 წელს, მაგალითად მბაპესა და პავარის შემთხვევაში. მომწონს კიეზა, რომელმაც „იუვეში“ კარგი სეზონი ჩაატარა, იგივე ეხება ბარელას. შემდეგ არიან იმობილე და ვერატი, რომლებიც გუნდისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ელემენტები არიან. მანჩინიმ ძალიან საინტერესო გუნდი ააშენა ახალგაზრდებთან, რომლებიც აშკარად გაიზარდნენ და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს ერთა ლიგასა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. საშუალოდ ასაკი დაეცა, მაგრამ გუნდი მაინც გამოცდილია.

რაბიო? რაბიოს ყოველთვის ჰქონდა ტექნიკური თვისებები, მაგრამ „იუვენტუსში“ თავდაცვით ფაზაში ბევრი რამ გააუმჯობესა და „ბიანკონერის“ მენტალიტეტი ძალიან მოუხდა“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრები ევრო 2020-ის პირველ ტურში 15 ივნისს, გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.12562