მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში, აწ უკვე ყოფილ ჩემპიონ რაფაელ ნადალს 3-6, 6-3, 7-6 (7-4), 6-2 მოუგო და ფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.
თანამედროვე ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული (მიმომხილველთა აღიარებით) შეხვედრა, ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. გამარჯვების შემდეგ, სერბმა მოკლედ ახსნა, თუ როგორ აჯობა როლან გაროსის 13-გზის ჩემპიონს: თავის ცხოვრებაში, თიხნარზე საუკეთესო თამაშით.
შეხვედრა თავიდანვე დაძაბული იყო, თუმცა ნადალი პირველ სეტში 5-0 დაწინაურდა. აქედან ჯოკოვიჩმა თამაში გამოასწორა და ზედიზედ სამი გეიმი მოიგო და ყოველ მათგანში, ნადალს სულ ცოტა, თითო სეტ პოინტი გაუქვითა. თუმცა პირველ სეტში სულ ეს იყო, რაც სერბმა შეძლო. პირველი ხუთი გეიმის მოსაგებად, ნადალს ნახევარი საათი ეყო, მაგრამ ამდენივე დრო, სეტის მოგებამდე მისაყვანდ დასჭირდა.
ჯოკოვიჩმა მეორე სეტი ზედიზედ ორი გეიმის მოგებით დაიწყო, მაგრამ ნადალმა მომდევნო ორ გეიმში ანგარიში გაუქვითა. მაგრამ აქ ჯოკოვიჩმა გამოავლინა, თუ რა ისწავლა პირველი სეტის წაგებით. ის უფრო აგრესიული გახდა და ნადალს იმითვე პასუხობდა, როგორც ესპანლი თამაშობდა - ბურთს ერთი კუთხიდან მეორეში გზავნიდა, რათა მეტოქე მუდმივად დაძაბულობაში ჰყოლოდა. ამან გაჭრა და ჩემპიონმა შეცდომების დაშვება დაიწყო.
მესამე სეტი ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და ის 97 წუთს გაგრძელდა. თავიდან ნადალი ისევ ამოვარდნილი იყო რიტმიდან, მაგრამ შუა სეტში შეძლო დამატებითი ძალის და ყურადღების მობილიზება და მეათე გეიმში ანგარიში გაათანაბრა - 5-5. უფრო მეტიც, მომდევნო გეიმიც მოიგო და შემდეგ სეტ პოინტიც მოიპოვა. მაგრამ ამით მეტოქე ვერ გატეხა.
სეტი ტაიბრეიკზე გადავიდა. ეს 2018 წლის უიმბლდონის ნახევარფინალის შემდეგ, პირველი შემთხვევა იყო, როცა მათ შეხვედრაში, სეტის გამარჯვებული ტაიბრეიკზე გამოვლინდა. აქ ჯოკოვიჩმა იმარჯვა და ნადალმა 2015 წლის შემდეგ პირველად, როლან გაროსზე ზედიზედ ორი სეტი დათმო.
ამ სამმა სეტმა ორივეს ძალა გამოაცალა. მაყურებელი აღფრთოვანებული იყო. ტურნირის ოფიციალურმა პირებმა ტურნირის „კომენდანტის საათიც“ კი გააუქმეს. მეოთხე სეტში თავიდან ქულა ქულაში ეწავიდა და მალე ანგარიში 2-2 გახდა. აქედან მოყოლებული კი, ჯოკოვიჩმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.