ფეხბურთი

22:42 | 11.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი "ვესტ ჰემში" კიდევ სამი სეზონი იმუშავებს

"ვესტ ჰემმა" შოტლანდიელ სპეციალისტთან დევიდ მოიესთან შეთანხმებას მიაღწია და შოტლანდიელი "ჩაქუჩებს" კიდევ სამი სეზონის განმავლობაში გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება და აღნიშნავს, რომ შეთანხმება უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება.

მოიესმა "ვესტ ჰემი" მეორედ 2019 წლის დეკემბერში ჩაიბარა. მას შემდეგ ლონდონელებმა 64 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 28 მოიგეს და 13 ფრედ დაასრულეს. გასულ სეზონში "ჩაქუჩები" პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზე გავიდნენ და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120532