კალათბურთი

15:59 | 11.06.2021 | ნანახია NaN - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილმა "შარლოტ ჰორნეტსის" რიგებში ივარჯიშა

NBA-ს დრაფტის წინა მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო და ვარჯიში აქტიურად განაახლა ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა. 22 წლის ცენტრმა „შარლოტ ჰორნეტსის“ მიწვევით გუნდთან ერთად ივარჯიშა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში მოასპარეზე გუნდმა სოციალურ ქსელში ვარჯიშის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც სანდრო მამუკელაშვილიც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ დრაფტი ბრუკლინის ბარკლაის ცენტრში 29 ივნისს გაიმართება და მასზე ორი ქართველი კალათბურთელი - სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი დადგებიან.

სანდრომ ეს გასულ წელსაც გააკეთა, თუმცა მალევე მისი კანდიდატურა მოხსნა და ერთი წელი კვლავ „სეტონ ჰოლში“ გაატარა და Big East-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:26 | 31.05.2021
qomagi (1575)

კორბენ, კონგო და ესვატინი (ყოფილი სვაზილენდი) გამოგრჩა, სვაზებმა წყევლა იციან, მტრისას

14:55 | 30.05.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

ასე მგონია, რომ ჩვენ ქართველებს აფრიკელი შამანები გვწყევლიან
თან ყველანი ერთად - სენეგალელები, კამერუნელები, გვინეაბისაუელები. პიგმეები, ზულუსები, მასაები )))
აი ასე, ჩვევად აქვთ - სანამ დაიძინებენ კოლექტიურად მოგვაწყევლიან ხოლმე და მერე ხვრინვას ამოუშვებენ
აბა რატომ ვართ ასე ტოტალურად ჩადჟმულები ყველგან და ყველაფერში ?

0.069568