ტურინის „იუვენტუსი“ ჯანლუიჯი დონარუმას უფასოდ დამატებას დიდხანს ფიქრობდა და ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ, 22 წლის მეკარე კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ როგორც გავლენიანი გამოცემები წერენ, ეს მხოლოდ ფორმალობა და დროის ამბავია.
Sky Sport-მა კი გაიგო, რატომ არ შედგა დონარუმას ტრანსფერი „იუვენტუსში“. ტურინელებს ვოიცეხ შჩესნი უნდა გაეყიდათ, რადგან ორივეს გუნდში ყოფნას კლუბის ბიუჯეტი ვერ გასწვდებოდა. თუმცა, გადამწყვეტი სიტყვა მასიმილიანო ალეგრის უთქვამს, რომელმაც 31 წლის პოლონელი კიპერი 22 წლის იტალიელ კარის დარაჯს ამჯობინა.
როგორც ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, ალეგრი შჩესნის მსოფლიოს ოთხ საუკეთესო მეკარეში მიიჩნევს და აქცენტი პოლონელზე გააკეთა. მან კლუბის ხელმძღვანელობას უთხრა, რომ დონარუმა არ სჭირდებოდა და მუშაობა ისევ შჩესნისთან სურდა. შედეგად, მენეჯმენტმა მთავარ მწვრთნელს დაუჯერა და დონარუმას ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტეს.
შეგახსენებთ, ვოიცეხ შჩესნი „იუვენტუსში“ 2017 წელს გადავიდა და „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დზალიან მეწყინება ტუ ასეტი შედეგი დაუდგება ზესტას, მაშინ კოკაია ყვე----ბიტ უნდა დაკიდონ ფეროს ტრუბაზე.
ის რაც ზესტაფონში ხდება ყველაფერი კოკაიას დამსახურებაა. გამოფხიზლდით ხალხნო ვერ ხედავთ რომ გაბოლებთ ეს არაკაცი, ეგ თავისი ჯიბის ფულით გაფინანსებთ გგონიათ, წავიდეს სადაც უნდა ფეროს ფულების მჭამელი. იწუწუნებს ეხლა და მერე გამოჩნდება ფული და ისევ დაიწყებს გუნდი თამაშს და ყოველი სეზონის დაწყების წინ იგივე გამეორდება. არ დაიღალეთ ამის ტყუილებით!?
რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ფეროდან ზესტა არ ფინანსდება, იქ კოკაიას წილი არ აქვს. წილი აქვს ფიფიას ფეროში და ფინანსდება დინამო.
აზროვნების უნარი ვისაც აქვს და წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეუძლია, ყველა მიხვდება რომ გამგეობა ვერ ასრულებს ჯერჯერობით თავის სიტყვას
მასე არარის ყველაფერს თავის წესები აქვს იურიდიულათ.თუ კანონის გარეშე ჩაურიცხავენ სისხლის სამართლის დამნაშავები გამოვლიან.
კოკაიამ თქვა და ასრულებს თავის სიტყვას.ჩემს მიერ გადახდილი ფულით მოწინაამღდეგე გუნდს აფინანსებენო.რატომ უნდა გადავყარო ამდენი ფულიო და მართალიც არის ჩემი აზრით
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
ნამდვილად საწყენია ზესტაფონისბამბავი.ვამბობდი და კიდევაც დაამტკიცა კოკაიამ რა არაკაციც ყოფილა.
ზოგიერთს ვითომ წყენს და თან შანსს არ უშვებს უკბინოს კოკაიას ერთ ადგილზე. ყველამ იცის რომ ეს გუნდი კოკაიას მეშვეობით არსებობდა და არსებოს. ზოგიერთი უნამოსუ არაკაცი ბოღმისგან ენას მაინც ვერ აჩერებს
ძალიან მეწყინა აშკარად ალამაზებდა ჩემპიონატს ზესტაფონი...
რუსტავის მეტალურგი საერთოდ უპატრონოდაა არც არ აფინანსებს და არც არავინ....ზესტაფონის ამბავი კი ძალიან მეწყინა......
ვეღარ გავიგე რა ხდება ყველა წუწუნებს და ბოლოს ანტალიაში გარბიან შეკრებებზე
აღარ დასრულდა ამ კლუბის გასაჭირი........
რა გახდა ამ 200 000ის ჩარიცხვა, მეტალურგი და ზესტაფონი ნამდვილად არ უნდა იყოს დაშლის პირას...
მეტალურგს გასაგებია, მეტალურგიულ ქარხანას რომელიც კლუბის ძირითადი დამფინასებელია სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს...