ფეხბურთი

11:26 | 11.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი იან ობლაკი გახდა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკი ესპანეთის ლა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ლიგის ვებგვერდი იტყობინება.

გასულ სეზონში „როხიბლანკოს“ კარის დარაჯმა 38-ვე მატჩი ჩაატარა, მხოლოდ 25 გოლი გაუშვა და 18-ჯერ კარი მშრალად შეინახა. შედეგად, სლოვენიელმა მადრიდელთა ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკომ“ „რეალსა“ და „ბარსელონას“ აჯობა ესპანეთის ჩემპიონი 2014 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მე-11-ედ გახდა.

0.109859